ჩილეში ბოლო 24 საათში კორონავირუსი 3 649 ადამიანს დაუდასტურდა
ჩილეში ბოლო 24 საათში კორონავირუსი 3 649 ადამიანს დაუდასტურდა

ჩილეში გასული 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 3 649 შემთხვევა აღრიცხეს. ამის შესახებ „სიენენი“ წერს.

შედეგად, ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე, ვირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 254 416-ს მიაღწია.

პანდემიას ქვეყნის მასშტაბით 4 731 ადამიანი ემსხვერპლა. ჩილეს ჯანდაცვის სამინისტროში აღნიშნავენ, რომ ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარება მცირედით უმჯობესდება.

დატოვე კომენტარი