ჩილეში ტყის ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 112-მდე გაიზარდა
ჩილეში ტყის ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 112-მდე გაიზარდა

ჩილეში ტყის ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 112-მდე გაიზარდა, ასობით ადამიანი კი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

ჩილის პრეზიდენტმა, გაბრიელ ბორიჩმა ორდღიანი ეროვნული გლოვა გამოაცხადა.

ამასთან, ჩილის ხელისუფლებამ დაზარალებულ რაიონებში კომენდანტის საათი დააწესა. ხანძრის შედეგად დაზიანებულია 1000-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი, დამწვარია 8 000 ჰექტარზე მეტი ფართობი. მეხანძრეები, სამხედროებთან ერთად, ხანძრის ათობით კერას ებრძვიან.

როგორც ჩილის შინაგან საქმეთა მინისტრმა, კაროლინა ტოჰამ განაცხადა, ქვეყანა ყველაზე საშინელი კატასტროფის წინაშე დგას 2010 წლის მიწისძვრის შემდეგ, რომელსაც 500-მდე ადამიანი ემსხვერპლა.