ჩილეს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას მილიარდერ სებასტიან პინიერას უწინასწარმეტყველებენ
ჩილეს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას მილიარდერს უწინასწარმეტყველებენ. როგორც BBC წერს, კონსერვატორი ბიზნესმენი სებასტიან პინიერა ჩილეს ლიდერის პოსტისთვის ბრძოლაში ფავორიტია. მას მხარს კონსერვატორები და ბიზნესელიტაც უჭერს.
არჩევნები ჩილეში დღეს იმართება. სულ პრეზიდენტის პოსტზე კენჭს რვა კანდიდატი იყრის. პინერას მთავარი კონკურენტი სოციალისტი ალეხანდრო გუილიერია, რომელიც ამომრჩევლებს ლიბერალური რეფორმების გაგრძელებას ჰპირდება.
საინტერესოა, რომ პინიერა ერთხელ უკვე იკავებდა პრეზიდენტის თანამდებობას. ის ჩილეს ლიდერი 2010-2014 წლებში იყო.
ამჟამად ქვეყანას სათავეში მიშელ ბაჩელეტი უდგას. აღსანიშნავია, რომ დღესვე ჩილეში საკანონმდებლო ორგანოს ქვედა პალატის 155 წევრს და სენატის შემადგენლობის ნახევარს შეცვლიან.