ჩილეს დედაქალაქში საპროტესტო აქცია ძალადობრივ ქმედებებსა და პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა
ჩილეს დედაქალაქში საპროტესტო აქცია ძალადობრივ ქმედებებსა და პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა

ჩილეს დედაქალაქში საპროტესტო აქცია ძალადობრივ ქმედებებსა და პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა. სანტიაგოში უთანასწორობის წინააღმდეგ დაწყებული დემონსტრაცია თავდაპირველად მშვიდობიანად მიმდინარეობდა, თუმცა მოგვიანებით აქციის მონაწილეებმა ორ ეკლესიას და პოლიციის შენობას ცეცხლი წაუკიდეს და მაღაზიების ძარცვა დაიწყეს.

დემონსტრანტები ჩილეში საპროტესტო აქციების დაწყების წლისთავს აღნიშნავდნენ. შეტაკებების შედეგად 18 პოლიციელი დაშავდა. სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენეს.

სანტიაგოში აქციები მეტროს ბილეთის გაძვირების გამო დაიწყო და მოგვიანებით ფართომასშტაბიან მოძრაობაში გადაიზარდა. აქციის მონაწილეები ჯანდაცვის მაღალ ხარჯებსა და განათლების არასაკმარის დაფინანსებას აპროტესტებენ.