„ჩიხურამ“ ყაზახური გუნდი დაამარცხა
„ჩიხურამ“ ყაზახური გუნდი დაამარცხა

თურქულ შეკრებაზე საჩხერის „ჩიხურა“ ყაზახეთის წარმომადგენელს, „კაისარს“ შეხვდა და დამაჯერებლად დაამარცხა.

სიდეს „სუენოს“ სტადიონზე გამართულ ამ მატჩში ანგარიში გიორგი გაბედავამ მე-11 წუთზე გახსნა – მას მეკარემ პენალტი აუღო, მაგრამ დამატებაზე მაინც გაიტანა. საჩხერელთა უპირატესობა გიორგი ბუხაიძემ გაზარდა. მეორე ნახევარში კი, კახა კახაბრიშვილმა საჯარიმოს სიახლოვიდან მეტოქის კარი კიდევ ერთხელ აიღო. მატჩის მიწურულს, ყაზახთა ფეხბურთელმა იოანე არკინმა პრესტიჟის გოლი გაიტანა და „ჩიხურამ“ 3:1 მოიგო.

„ჩიხურა“ – „კაისარი“ 3:1
„ჩიხურა“: ჰამზიჩი (მწყერაშვილი), ჩიტეიშვილი (ცერცვაძე), მირცხულავა, მაისაშვილი (კაშია), ჩიკვაიძე (მეგრელიშვილი), კაკუბავა (ჩიხლაძე), დობროვოლსკი (პრინცი), მარკოზაშვილი (კახაბრიშვილი), ლექვთაძე (ბუღრიძე), გაბედავა (პედრო გუგა), ბუხაიძე (ალექსანდრო).
გოლები: 1:0 გაბედავა (11), 2:0 ბუხაიძე (32), 3:0 კახაბრიშვილი (61), 3:1 არკინი (82)