„სიონი“ მოულოდნელად დამარცხდა - „ვიტ ჯორჯია“ ლიდერებს მიუახლოვდა [ვიდეო] #1TVSPORT
„სიონი“ მოულოდნელად დამარცხდა - „ვიტ ჯორჯია“ ლიდერებს მიუახლოვდა [ვიდეო] #1TVSPORT

ეროვნულ ლიგა 2-ში მე-13 ტურის მატჩები გაიმართა – მთავარი სენსაცია ბოლნისში დაფიქსირდა, სადაც გათამაშების ლიდერმა „სიონმა“ მტკივნეული მარცხი განიცადა.

„რუსთავი“ – „ჩიხურა“ 3:1

ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურ ცენტრში „რუსთავმა“ საჩხერის „ჩიხურას“ უმასპინძლა. ამ მატჩში ოთხი გოლი გავიდა და მასპინძლებმა 3:1 მოიგეს. საქმე ისაა, რომ „რუსთავის“ 20 წლის მცველმა ბექა ხარშილაძემ ორი გოლი გაიტანა – მე-13 წუთზე ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა და ამ ავტოგოლით „ჩიხურა“ დააწინაურა, 33-ე წუთზე კი უკვე მეტოქის კარი აიღო. რუსთაველებიდან თავი ასევე გიორგი გოგილაშვილმა (17) და ბრაზილიელმა ლეგიონერმა იგორ გუანამბიმ (54) გამოიჩინეს. მასპინძლებმა 3:1 მოიგეს.

„სიონი“ – „ვიტ ჯორჯია“ 0:1

ბოლნისის „სიონმა“თამაზ სტეფანიას სახელობის სტადიონზე თბილისის „ვიტ ჯორჯიას“ უმასპინძლა და უპირატესობას ფლობდა, მომენტებიც შექმნა, მაგრამ სტუმართა მეკარე გურამ ჩიკაშუამ სეზონის გამორჩეული მატჩი ჩაატარა და „ვიტ ჯორჯია“ რამდენიმეჯერ აშკარა გოლისგან გადაარჩინა. 84-ე წუთზე კი ზვიად ნაჭყებია ბოლნისელებმა საკუთარ საჯარიმოში წააქციეს, პენალტი თავად შეასრულა და „ვიტ ჯორჯიას“ გამარჯვება მოუტანა 0:1. ეს ბოლნისის „სიონისთვის“ მიმდინარე სეზონში მეორე მარცხი იყო.

ეროვნული ლიგა2-ის სატურნირო ცხრილი

1. სიონი 13 33

2. გაგრა 13 27

3. მერანი მრ 13 22

4. ჯორჯია 13 20

5. გარეჯი 13 17

6. მერანი თბ 13 16

7. შევარდენი 13 16

8. რუსთავი 13 14

9. დინამო ზგ 13 13

10. ჩიხურა 13 5

დატოვე კომენტარი