„ჩიხურა“ ვარდნას აგრძელებს - „მერანმა“ შანსი ვერ გამოიყენა [ვიდეო] #1TVSPORT
„ჩიხურა“ ვარდნას აგრძელებს - „მერანმა“ შანსი ვერ გამოიყენა [ვიდეო] #1TVSPORT

ეროვნულ ლიგა 2-ში მერვე ტურის ორი მატჩი გაიმართა – სამწუხაროდ, კვლავ გრძელდება საჩხერეს „ჩიხურას“ რეგრესი. ახლო წარსულში ეროვნული ლიგის ერთ-ერთი წამყვანი გუნდი რანგით მეორე ლიგაშიც ბოლო ადგილზეა და კვლავ წააგო.

ჩიხურა – გარეჯი 0:2

ივანწმინდაში გამართულ შეხვედრაში საგარეჯოელებმა ანგარიში 25-ე წუთზე გახსნეს. მასპინძელთა კარში დანიშნული პენალტი გიორგი ენუქიძემ გამოიყენა. 90+2-ე წუთზე კი ბესიკ ჩიმაკაძემ საჩხერელთა კარი მეორედ აიღო და „გარეჯმა“ გასვლაზე მოიგო.

ვიტ ჯორჯია – მერანი მარტვილი 2:1

გლდანის საფეხბურთო ცენტრში „ვიტ ჯორჯიამ“ ერთ-ერთ ლიდერს, მარტვილის „მერანს“ უმასპინძლა, რომელსაც მეორე ადგილზე დასაწინაურებლად მოგება სჭირდებოდა და მინიმალური ანგარიშით დაამარცხა. მე-16 წუთზე ანგარიში „ვიტელთა’“ მცველმა, ზურაბ სეხნიაშვილმა გახსნა, 78-ე წუთზე ზვიად ნაჭყებიამ სტუმართა კარი მეორედ აიღო, „მერანის“ ნახევარმცველმა, ლაშა ოდიშარიამ 86-ე წუთზე სხვაობა შეამცირა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ტური 8

შაბათი, 17 აპრილი

მერანი თბ – შევარდენი 1906

14:00. სპაერის სტადიონი – თბილისი

რუსთავი – დინამო ზგ

15:00. ტექნიკური ცენტრი – რუსთავი

გაგრა – სიონი

15:00. „ზესტაფონის“ თბილისის ზღვის ბაზა