ორი ბრაზილიელი, ორივე ნეპალიდან - „ჩიხურამ“ ლეგიონერები დაიმატა #1TVSPORT
ორი ბრაზილიელი, ორივე ნეპალიდან - „ჩიხურამ“ ლეგიონერები დაიმატა #1TVSPORT

საჩხერეს „ჩიხურამ“ სეზონის მსვლელობისას ორი მოთამაშე დაიმატა და ორივე ბრაზილიელია.

პირველი მათგანი საულო დე აკინიო გახლავთ – პოზიციით მცველი. 23 წლის ბრაზილიელი ბოლოს ნეპალის ჩემპიონატის „ფრენდს ქლაბში“ თამაშობდა, რომელიც მიმდინარე სეზონში 14-გუნდიან ჩემპიონატში მე-11 ადგილზეა. საერთაშორისო ცნობარებში მისი გვარი 2018 წლიდან ფიგურირებს, როდესაც დაბალი ლიგის ბრაზილიურ „ვერდეს მარესში“ ჩაირიცხა. ნეპალის ჩემპიონატში კი 2019 წლიდან თამაშობს.

საჩხერელთა მეორე ლეგიონერი ვაგნერ დო კარმო პოზიციით თავდამსხმელია. 24 წლის ფეხბურთელმაც პროფესიული კარიერა 2017 წელს „უნიაო მოგში“ დაიწყო და საულოს მსგავსად, ნეპალის ჩემპიონატის „ფრენდს ქლაბში“ 2019 წლის ნოემბრიდან გადავიდა.

საჩხერეს „ჩიხურას“ ლეგიონერებმა გუნდში სადებიუტო შეხვედრა დღეს ეროვნული ლიგის მე-4 ტურში ჩაატარეს – საულო ძირითად შემადგენლობაში იყო, ხოლო ვაგნერ დო კარმო სათადარიგოებში იყო და მოედანზე 84-ე წუთზე გამოჩნდა.