ლიგა 2-ში ტური დასრულდა - „ჩიხურამ“ და „გარეჯმა“ პირველი გამარჯვებები იზეიმეს #1TVSPORT
ლიგა 2-ში ტური დასრულდა - „ჩიხურამ“ და „გარეჯმა“ პირველი გამარჯვებები იზეიმეს #1TVSPORT

ეროვნულ ლიგა 2-ში მე-4 ტურის დარჩენილი ორი მატჩი გაიმართა – ორივე ერთნაირი ანგარიშით დასრულდა და ორივე შემთხვევაში მასპინძლებმა გაიმარჯვეს.

ივანწმინდას ცენტრალურ სტადიონზე საჩერეს „ჩიხურამ“ „რუსთავს“ უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა. 21-ე წუთზე ანგარიში საჩხერელთა კაპიტანმა ლაშა ჩიკვაიძემ გახსნა. საბოლოო ანგარიში კი 77-ე წუთზე „ჩიხურას“ თავდამსხმელმა თორნიკე მეტრეველმა დააფიქსირა.

საგარეჯოში „გარეჯმა“ წინა ტურში „რუსთავთან“ წაგების შემდეგ „შევარდენი 1906“-ს უმასპინძლა და შეხვედრის ბედი პირველივე ტაიმში გადაწყვიტა. მე-16 წუთზე თბილისელთა კარი ბიჭიკო გედენიძემ აიღო, 34-ე წუთზე კი თავი გიორგი კურმაშვილმა გამოიჩინა.

აღსანიშნავია, რომ საჩხერელებმა და საგარეჯოელებმა სეზონში პირველი გამარჯვება იზეიმეს.