სამეგრელოს დერბი მარტვილელებმა მოიგეს #1TVSPORT
სამეგრელოს დერბი მარტვილელებმა მოიგეს #1TVSPORT

ეროვნულ ლიგა 2-ში მე-4 ტურის მორიგი შეხვედრა გაიმართა – მარტვილის „მერანმა“ ზუგდიდის „დინამოს“ უმასპინძლა და მინიმალური ანგარიშით დაამარცხა.

სამეგრულოს გუნდებს შორის თამაში ყოველთვის საინტერესო და პრინციპულია. გამონაკლისი არც აღნიშნული შეხვედრა იყო – გამომდინარე იქედანაც, რომ განვლილი სამი ტურის შემდეგ ორივე კლუბს თანაბარი 6-6 ქულა ჰქონდა და ლიდერებში დამკვიდრება შეეძლო.

მარტვილის „მურთაზ ხურცილავა – არენაზე“ გამართულ შეხვედრის ბედი ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა. გიორგი გეგიას პასით 25-ე წუთზე მარტვილელთა მალელმა ლეგიონერმა შეიკნე სილამ ზუგდიდის „დინამოს“კარი აიღო. ანგარიში აღარ შეცვლილა და მარტვილის „მერანმა“ 1:0 მოიგო.

ამ გამარჯვებით, „მერანმა“ ოთხი ტურის შემდეგ ცხრა ქულა დააგროვა და მესამე ადგილზე დაწინაურდა, ხოლო ზუგდიდის „დინამო“ მეოთხე ადგილზე დააქვეითა.

ეროვნულ ლიგა 2-ში მეოთხე ტური ორშაბათს გასამართი მატჩებით დასრულდება:

ჩიხურა – რუსთავი

13:00. ცენტრალური – ივანწმინდა

გარეჯი – შევარდენი 1906

15:00. ცენტრალური – საგარეჯო