ჭიათურაში, 58-ვე საარჩევნო უბანზე ხმების დათვლის პროცედურა მიმდინარეობს
ჭიათურის საარჩევნო ოლქში, 58-ვე საარჩევნო უბანზე ხმების დათვლის პროცედურა მიმდინარეობს.
როგორც საოლქო კომისიაში აცხადებენ, ხმის მიცემის პროცესი საარჩევნო უბნებზე დარღვევების გარეშე წარიმართა, საჩივარი არც ერთ უბანზე არ დაწერილა.
ჭიათურის 56-ე საარჩევნო ოლქის თავმჯდომარე მამუკა სამხარაძემ განაცხადა, რომ ჭიათურის მერის რიგგარეშე არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 18 558 ამომრჩეველმა, რაც რეგისტრირებულ ამომრჩეველთა 43,26 პროცენტია.
შემაჯამებელი ოქმები ოლქში ხმების დათვლის პროცედურის დასრულების შემდეგ შევა.