ჭიათურაში, 58-ვე საარჩევნო უბანზე ხმების დათვლის პროცედურა მიმდინარეობს

21:12, 19.05.2019

ჭიათურის საარჩევნო ოლქში, 58-ვე საარჩევნო უბანზე ხმების დათვლის პროცედურა მიმდინარეობს.

როგორც საოლქო კომისიაში აცხადებენ, ხმის მიცემის პროცესი საარჩევნო უბნებზე დარღვევების გარეშე წარიმართა, საჩივარი არც ერთ უბანზე  არ დაწერილა.

ჭიათურის 56-ე საარჩევნო ოლქის თავმჯდომარე მამუკა სამხარაძემ განაცხადა, რომ ჭიათურის მერის რიგგარეშე არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 18 558 ამომრჩეველმა, რაც რეგისტრირებულ ამომრჩეველთა 43,26 პროცენტია.

შემაჯამებელი ოქმები ოლქში ხმების დათვლის პროცედურის დასრულების შემდეგ შევა.

მსგავსი