ჩეხეთის პრეზიდენტმა მოკავშირე ქვეყნებს მოუწოდა, უარი არ თქვან უკრაინაში რუსეთის დამარცხების მიზანზე
ჩეხეთის პრეზიდენტმა, პეტრ პაველმა მოკავშირე ქვეყნებს მოუწოდა, უარი არ თქვან უკრაინაში რუსეთის დამარცხების მიზანზე.
„ამ ეტაპზე, მინდა, მოვუწოდო ყველას, არ მივატოვოთ ერთობლივი ძალისხმევა უკრაინაში რუსეთის დასამარცხებლად. ჩვენ უნდა ვიყოთ მოტივირებული, ჩვენ მოტივაციას უნდა გვაძლევდეს ისტორიული გამოცდილება, რაზეც დღეს ვსაუბრობთ. მხოლოდ ამ გზით შევძლებთ, თავიდან ავიცილოთ წარსულის შეცდომების გამეორება“, – აღნიშნა პაველმა.
ჩეხეთის პრეზიდენტმა მანამდე განაცხადა, რომ უკრაინის მიერ დაგეგმილ კონტრშეტევას აქვს წარმატების შანსი, მაგრამ შეიძლება, გამოიწვიოს დიდი მსხვერპლი. პაველმა ასევე აღნიშნა, რომ, მისი აზრით, რუსეთ-უკრაინის ომში სრული გამარჯვება არცერთ მხარეს არ ექნება.