პაატა ბურჭულაძის შვილის კუთვნილ ოფისში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს, რომელიც სავარაუდოდ, კორონავირუსის შესახებ ცრუ სმს შეტყობინების გაგზავნას უკავშირდება
თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, ერთ-ერთ ოფისში სამართალდამცავები ჩხრეკას ატარებენ.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს პაატა ბურჭულაძის შვილის, შუქრი ბურჭულაძის კუთვნილ ოფისში.
ჩხრეკა სავარაუდოდ კორონავირუსის შესახებ ცრუ სმს შეტყობინებების გაგზავნას უკავშირდება.