ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი ოფიციალური ვიზიტით რუსეთს ეწვია
ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი უილიამ ბერნსი ოფიციალური ვიზიტით რუსეთში ჩავიდა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
რუსეთში ამერიკის საელჩოს წარმომადგენლის განმარტებით, ბერნსი პრეზიდენტ ბაიდენის მოთხოვნით მაღალი რანგის ოფიციალური პირების დელეგაციას ხელმძღვანელობს.
გავრცელებული ინფორმაციით, ბერნსი რუსეთში მთავრობის წარმომადგენლებთან გამართავს შეხვედრებს, სადაც საუბრის მთავარი თემა ორმხრივი ურთიერთობები იქნება.
ამასთან, რუსეთის უშიშროების საბჭოში განაცხადეს, რომ უილიამ ბერნსი რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანს, ნიკოლაი პეტრუშოვს შეხვდა.