„ვაშინგტონ პოსტი“ - აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი უკრაინაში იმყოფებოდა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა
„ვაშინგტონ პოსტი“ - აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი უკრაინაში იმყოფებოდა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა

ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი უილიამ ბერნსი უკრაინაში იმყოფებოდა და ქვეყნის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. ინფორმაციას „ვაშინგტონ პოსტი“ ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, ბერნსმა ვოლოდიმერ ზელენსკის ომთან მიმართებით რუსეთის სამომავლო სავარაუდო გეგმების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

„ვაშინგტონ პოსტის“ წყაროს ინფორმაციით, ბერნსმა აღნიშნა, რომ შეიძლება, უკრაინისთვის დახმარების გაწევა რაღაც მომენტში გართულდეს.

შეგახსენებთ, უილიამ ბერნსი უკრაინაში გასული წლის ოქტომბერშიც იმყოფებოდა.