„ცენტრ-პოინტის“ საქმის „მიონის“ ეპიზოდზე მაია რჩეულიშვილი ჩვენების მისაცემად არ გამოცხადდა და პენიტენციური დაწესებულებიდან წერილი გამოგზავნა
„ცენტრ-პოინტის“ საქმის „მიონის“ ეპიზოდზე მაია რჩეულიშვილი ჩვენების მისაცემად არ გამოცხადდა და პენიტენციური დაწესებულებიდან წერილი გამოგზავნა

„ცენტრ-პოინტის“ საქმეზე „მიონის“ ეპიზოდზე მაია რჩეულიშვილი ჩვენების მისაცემად არ გამოცხადდა.

მაია რჩეულიშვილმა პენიტენციური დაწესებულებიდან წერილი გამოგზავნა, რომელშიც მითითებულია, რომ ამ ეპიზოდთან დაკავშირებით რჩეულიშვილი სხდომის ოქმების გადმოცემას ითხოვს, რათა გაეცნოს საქმის მასალებს და ამის შემდეგ ჩვენების მისაცემად მოემზადოს.

საქმის არსებითი განხილვის ფარგლებში რჩეულიშვილი სხდომას არ ესწრებოდა და ცხადდებოდა მხოლოდ მისი ადვოკატი.

მოსამართლის თქმით, მზად არის, მაია რჩეულიშვილის პირობას დათანხმდეს, თუ პროცესები 10 აპრილს არ გასცდება.

„მე შემიძლია, ამის უფლება მივცე, მაგრამ ერთი პირობით, 10 აპრილს გადის ამ საქმის ორწლიანი განხილვის ვადა. შესაბამისად, 10 აპრილს ჩვენ უკვე ყველაფერი უნდა დავასრულოთ“, – განაცხადა მოსამართლე გიორგი ებანოიძემ.