„ცარიელი სახლი" კანის კინოფესტივალზე PRIX Moulin d'Andé-ს გამარჯვებული გახდა
„ცარიელი სახლი" კანის კინოფესტივალზე PRIX Moulin d'Andé-ს გამარჯვებული გახდა

„ცარიელი სახლი” კანის კინოფესტივალზე PRIX Moulin d’Andé-ს გამარჯვებული გახდა, – ამის შესახებ ინფორმაციას რეჟისორი და მსახიობი რატი წითელაძე ავრცელებს.

მისი ინფორმაციით, რატი წითელაძე Festival de Cannes Cinéfondation-ის რჩეული რეჟისორი გახდა და PRIX Moulin d’Andé-Céci პრიზი გადაეცა.

Moulin d’Andé – Centre des écritures cinématographiques ისეთ ცნობილ რეჟისორებს მასპინძლობდა, როგორებიც არიან François Truffaut, Alain Cavalier და მრავალი სხვა.

„ცარიელი სახლი“ ასევე შერჩეული იყო მსოფლიოს არაერთი მნიშვნელოვანი კინოფესტივალის პლატფორმაზე.

ამავე პროექტით, რატი შეარჩიეს ათ რჩეულ პროდიუსერს შორის Berlinale -Berlin International Film Festival Project Market-ზე.

ფილმის სიუჟეტი თბილისში 90-იანი წლების სამოქალაქო ომის დროს ვითარდება. 12 წლის ნინო სრულყოფილ ოჯახზე ოცნებობს. ეს ოცნება მაშინ უხდება, როცა მამამისი შვიდწლიანი პატიმრობის შემდეგ თავისუფლდება. თუმცა ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც წარმოედგინა. ეს მის ცხოვრებასა და ოჯახს მთლიანად და სამუდამოდ ცვლის.