ბუტა რობაქიძის საქმის განხილვაზე ია მეტრეველსა და გურამ დონაძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა
თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე ბუტა რობაქიძის დედას და ბრალდებულ გურამ დონაძის შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა.
ია მეტრეველის უკმაყოფილება ბრალდებულ ირაკლი ფირცხალავას კითხვას მოჰყვა. ფირცხალავამ მოწმე გიორგი ჭანტურიას ჰკითხა, 2006 წელს სასმართლოში ფიცის ქვეშ მისცა თუ არა ცრუ ჩვენება. რაზეც მეტრეველმა თქვა, რომ მაშინ რეჟიმი იყო და მოუწია ამის გაკეთება.
გურამ დონაძის განმარტებით, კი ახლა უარესი რეჟიმია. რასაც სიტყვიერი კამათი მოჰყვა.
“ახლა, რომ რეჟიმი იყოს ციხეში იჯდებოდი დიდი ხნის წინ”, – მიმართა ია მეტრეველმა გურამ დონაძე.