ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატში რიგით მეშვიდე შეხვედრა ჩაატარა ბექა ბურჯანაძის „გრან კანარიამ“, რომელიც სტუმრად „ვალენსიას“ დაუპირისპირდა და დრამატულ ოვერტაიმიან ბრძოლაში 86-88 დაამარცხა.
საქართველოს ნაკრების ფორვარდმა მატჩი სასტარტო ხუთეულში დაიწყო. მოედანზე მან 25:25 წუთი გაატარა და ამ დროის მანძილზე 6 ქულა და 5 მოხსნა დააგროვა. მოედანზე საუკეთესო ომარ კუკი იყო, რომელმაც 24 ქულა ჩაიწერა პირად აქტივში. 3 მოგებითა და 4 მარცხით გრანკანარიელები ცხრილში 8-14 ადგილებს იყოფენ. შემდეგ მატჩს ბურჯანაძის გუნდი 9 ნოემბერს, სტუმრად „ბილბაოსთან“ გამართავს.