ბექა ბურჯანაძემ „ესტუდიანტესის“ წინააღმდეგ 21 ქულა ჩააგდო #1TVSPORT
ბექა ბურჯანაძემ „ესტუდიანტესის“ წინააღმდეგ 21 ქულა ჩააგდო #1TVSPORT

ესპანეთის რანგით მეორე საკალათბურთო დივიზიონში ბექა ბურჯანაძის „კორუნა ბასკეტი“ საკუთარ მოედანზე „ესტუდიანტესს“ დაუპირისპირდა და მეტოქე დამაჯერებლად, 114:88 დაამარცხა.

ბექა ბურჯანაძე თავისი გუნდის ძირითად შემადგენლობაში არ ყოფილა, თუმცა მოედანზე ყველაზე დიდი დრო, 28 წუთი გაატარა და სეზონში საუკეთესო მატჩი ჩაატარა.

საქართველოს ნაკრების წევრმა 21 ქულა, 4 მოხსნა და 2 პასი ჩაიწერა აქტივში. „კორუნა ბასკეტის“ რიგებში კი ბომბარდირი 28 ქულით ინგუს იაკოვიტსი გახდა.

ამ მომენტისთვის ბურჯანაძის გუნდს 19 გამარჯვება აქვს და ესპანეთის LEB Oro-ში პირველ ადგილზეა.