ბექა ბურჯანაძე ესპანეთის ოქროს ლიგის ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა #1TVSPORT
ბექა ბურჯანაძე ესპანეთის ოქროს ლიგის ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა #1TVSPORT

ბექა ბურჯანაძე ესპანეთის ოქროს ლიგის მე-19 ტურის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანეს. 

მისი „ლეიმა კორუნა“ უმაღლეს ლიგაში გადასვლისთვის იბრძვის. კორუნელებმა მე-19 ტურში მნიშვნელოვანი გასვლითი გამარჯვება მოიპოვეს – ბურჯანაძის წინამძღოლობით, „ლეიდა“ დაძაბულ ბრძოლაში, 85:83 დაამარცხეს.

ბურჯანაძე თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო, თუმცა მოედანზე ყველა სასტარტოზე მეტხანს – 29 წუთს დაჰყო და ყველაზე შედეგიანი იყო. ბექამ 3-დან 2 ორქულიანი, 4-დან 1 სამიანი და 8-დან 5 საჯარიმო ჩააგდო. მთლიანობაში ქართველმა ფორვარდმა 12 ქულა, 8 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა დააგროვა. მისმა სარგებლიანობის ინდექსმა 22 შეადგინა, რაც კორუნელთა შემადგენლობაში საუკეთესო შედეგი იყო და ქართველი ფორვარდიც მატჩის MVP გახდა.

„ლეიმა კორუნას“ 15 მოგების წილ 4 მარცხი აქვს და ესპანეთის რანგით მე-2 ლიგას ლიდერობს. შემდეგ ტურში, 11 თებერვალს ბურჯანაძის გუნდი შარშან ესპანეთის უმაღლეს ლიგაში მყოფ „სან პაბლო ბურგოსს“ უმასპინძლებს.