ბექა ბურჯანაძის შვიდი ქულა - „კორუნა ბასკეტმა“ „კასერესი“ დაამარცხა #1TVSPORT
ბექა ბურჯანაძის შვიდი ქულა - „კორუნა ბასკეტმა“ „კასერესი“ დაამარცხა #1TVSPORT

ქართველი კალათბურთელის, ბექა ბურჯანაძის გუნდი „კორუნა ბასკეტი“ ესპანეთის რანგით მეორე საკალათბურთო ლიგაში, LEB ORO-ში წარმატებით გამოსვლას აგრძელებს.

უკანასკნელი ტურის შეხვედრაში „კორუნა ბასკეტმა“ „კასერესს“ უმასპინძლა და 97:80 გაიმარჯვა.

ბექა ბურჯანაძე სათადარიგოთა შორის იყო, თუმცა 25 წუთი მიიღო, რა დროშიც 7 ქულა, 8 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება დააგროვა. ბექამ 4 დან 1 ორქულიანი და 5 დან 5 საჯარიმო ჩააგდო. მისმა შედეგიანობის კოეფიციენტმა +19 შეადგინა.

ამ მომენტისთვის „კორუნა ბასკეტს“ ესპანეთის მეორე დივიზიონში 20 გამარჯვება და 6 მარცხი აქვს, რითიც გათამაშების ცხრილში პირველ ადგილზეა.