ბულგარეთის დედაქალაქში, საავადმყოფოში გაჩენილ ხანძარს ორი ადამიანი ემსხვერპლა.
ცეცხლი ნიკოლაი პიროგოვის სახელობის სამედიცინო დაწესებულებაში ადგილობრივი დროით დილის 04:00 საათზე გაჩნდა. საავადმყოფოდან 60 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.
როგორც ბულგარეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა მლადენ მარინოვმა განაცხადა, ხანძარი სავარაუდოდ ჟანგბადის დანადგარის აფეთქებამ გამოიწვია. აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ შენობაში ერთ-ერთი კედელი დაინგრა. ადგილზე მუშაობდა სახანძრო სამსახურის 12 ჯგუფი.
როგორც საავადმყოფოს დირექტორმა განაცხადა, ორივე გარდაცვლილი პაციენტი იყო, რომლებიც მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდნენ.