ბულგარეთში, საავადმყოფოში ხანძრის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

10:44, 27.11.2019

ბულგარეთის დედაქალაქში, საავადმყოფოში გაჩენილ ხანძარს ორი ადამიანი ემსხვერპლა.

ცეცხლი ნიკოლაი პიროგოვის სახელობის სამედიცინო დაწესებულებაში ადგილობრივი დროით დილის 04:00 საათზე გაჩნდა. საავადმყოფოდან 60 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

როგორც ბულგარეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა მლადენ მარინოვმა განაცხადა, ხანძარი სავარაუდოდ ჟანგბადის დანადგარის აფეთქებამ გამოიწვია. აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ შენობაში ერთ-ერთი კედელი დაინგრა. ადგილზე მუშაობდა სახანძრო სამსახურის 12 ჯგუფი.

​როგორც საავადმყოფოს დირექტორმა განაცხადა, ორივე გარდაცვლილი პაციენტი იყო, რომლებიც მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდნენ.

მსგავსი