ბულგარეთში ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვის გამო 36 ადამიანი დააკავეს
ბულგარეთში ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვის გამო 36 ადამიანი დააკავეს

ბულგარეთში ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვის გამო 36 ადამიანი დააკავეს.

ბულგარეთის შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ათანას ილკოვმა განაცხადა, რომ 27 ოქტომბერს დაგეგმილი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების წინ ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვის გამო 36 ადამიანი დააკავეს.

მისივე თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროში არჩევნებთან დაკავშირებული დარღვევების შესახებ 259 განცხადებაა შესული. სამინისტრომ ასევე შეადგინა 898 ოქმი დარღვევებთან დაკავშირებით და ჩაატარა 189 სპეციალური ოპერაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით.