დიდ ბრიტანეთში ყოფილი რუსი ჯაშუში მოწამლეს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მათივე ცნობით, მოწამლული მამაკაცი რუსეთში ცხოვრების დროს ინფორმაციას ინგლისის დაზვერვას აწვდიდა.
როგორც გამოცემა წერს, პოლიციამ გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში მამა-შვილი შეუძლოდ გახდა. BBC-ს ცნობით, პოლიციამ დაადგინა, რომ მამაკაცი 66 წლის სერგეი სკრიპალია, რომელმაც დიდ ბრიტანეთში თავშესაფარი 2010 წელს ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის ჯაშუშების გაცვლის დროს მიიღო. სკრიპალს რუსეთში სახელმწიფო ღალატისთვის 2006 წელს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
ჯერჯერობით, არ არის დადგენილი ნივთიერება, რომლითაც ყოფილი ჯაშუში მოწამლეს.