შვეიცარია მოუწოდებს რუსეთს, ჯაშუშური ოპერაციები შეწყვიტოს
შვეიცარია მოუწოდებს რუსეთს, ჯაშუშური ოპერაციები შეწყვიტოს

შვეიცარია მოუწოდებს რუსეთს, ჯაშუშური ოპერაციები შეწყვიტოს. შესაბამისი განცხადება შვეიცარიის მთავრობამ გაავრცელა.

როგორც შვეიცარიული მედია იუწყება, რომ ჯერ კიდევ გაზაფხულზე ჰააგაში რუსეთის ორი მოქალაქე დააკავეს, რომელთაც ის შვეიცარიული ლაბორატორია აინტერესებდათ, რომელიც სკრიპალების საქმის მტკიცებულებებს იკვლევდა.

„შვეიცარიის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ყველა უკანონო ოპერაცია შვეიცარიის მიწაზე და შვეიცარული ობიექტების წინააღმდეგ“, – ნათქვამია ქვეყნის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შვეიცარიის მთავრობის ცნობით, ბოლო წლებში რუსეთის ელჩი უწყებაში სამჯერ გამოიძახეს და შეშფოთება გამოთქვეს ჯაშუშური ოპერაციები გამო.

მანამდე შვეიცარიულმა მედიამ გაავრცელა ცნობა, რომ გაზაფხულზე ჰააგაში დააკავეს რუსეთის ორი მოქალაქე, რომელთაც კომპიუტერულ ქსელებში შესაღწევად საჭირო აპარატურა აღმოუჩინეს. შვეიცარიის მთავრობა ვარაუდობს, რომ ისინი რუსეთის სამხედრო დაზვერვის თანამშრომლები არიან.

როგორც BBC წერს, რუსეთის ჯაშუშები შვეიცარიის, ჰოლანდიისა და დიდი ბრიტანეთის სპეცსამსახურების მიერ ჩატარებული ოპერაციის ფარგლებში აიყვანეს.