ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი 2018 წლის მუნდიალის ბოიკოტით იმუქრება
ინგლისის საფეხბურთო ნაკრებმა შესაძლოა, რუსეთში მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატს ბოიკოტი გამოუცხადოს. ამის შესახებ გაზეთ Mirror-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლონდონის ყოფილმა მერმა ბორის ჯონსონმა განაცხადა.
ჯონსონის ასეთი განცხადების მიზეზი სოლსბერიში რუსეთის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ყოფილი თანამშრომლის სერგეი სკრიპალის მოწამვლაა. სკრიპალი დიდი ბრიტანეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში დაადანაშაულეს და 2006 წელს სახელმწიფოს ღალატისთვის გაასამართლეს. მოგვიანებით, ის აშშ-ში დაკავებულ რუს მოქალაქეებში გაცვალეს.
„მომხდარის შემდეგ, რთული წარმოსადგენია, რომ ინგლისი ჩვეულებრივად იქნება წარმოდგენილი რუსეთში მსოფლიოს ჩემპიონატზე“, – განაცხადა ჯონსონმა.