ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დედოფალს მიმართავს, სექტემბრის შუა რიცხვებიდან პარლამენტის მუშაობა შეაჩეროს
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დედოფალს მიმართავს, სექტემბრის შუა რიცხვებიდან პარლამენტის მუშაობა შეაჩეროს. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს.
„ბიბისის“ ინფორმაციით, ამ ნაბიჯის გადადგმის შემთხვევაში, დეპუტატები ვერ მოასწრებენ კანონის მიღებას, რომელიც მთავრობას 31 ოქტომბერს ევროკავშირის შეთანხმების გარეშე დატოვებაში ხელს შეუშლის.
პარლამენტის მუშაობის შეჩერების ინიციატივით ბორის ჯონსონი ადრეც გამოვიდა და ამან აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. მთავრობის ოპონენტები ამბობენ, რომ ამ გზით დეპუტატებს არ ექნებათ საშუალება, მონაწილეობა მიიღონ ბრექსიტის პროცესში, რაც დემოკრატიის ნორმებს არ პასუხობს.