ბრიტანეთის პარლამენტში აცხადებენ, რომ ბორის ჯონსონმა პარლამენტის წევრები განზრახ შეიყვანა შეცდომაში დაუნინგ სთრითზე გამართულ წვეულებებთან დაკავშირებით
ბრიტანეთის პარლამენტში აცხადებენ, რომ ბორის ჯონსონმა პარლამენტის წევრები განზრახ შეიყვანა შეცდომაში დაუნინგ სთრითზე გამართულ წვეულებებთან დაკავშირებით

ბორის ჯონსონმა პარლამენტის წევრები განზრახ შეიყვანა შეცდომაში დაუნინგ სთრითზე „კოვიდ 19“-ის პანდემიის დროს გამართულ წვეულებებთან დაკავშირებით, – ამის შესახებ აღნიშნულია ბრიტანეთის პარლამენტის თემთა პალატის პრივილეგიების კომიტეტის ანგარიშში.

დისციპლინური კომიტეტის მოხსენების თანახმად, ბორის ჯონსონისთვის უფლებამოსილების 90 დღით შეჩერების რეკომენდაციას გასცემდა, თუ ის დეპუტატის პოსტს არ დატოვებდა. გასულ კვირას ჯონსონმა განაცხადა, რომ ტოვებს პარლამენტის წევრის თანამდებობას მას შემდეგ, რაც მიიღო ინფორმაცია კომიტეტის დასკვნების შესახებ. კომიტეტის ანგარიშის მიხედვით, ჯონსონი ცდილობდა საპარლამენტო პროცესის შელახვას და ეს გააკეთა ნდობის დარღვევით, კომიტეტის მიმართ ეჭვის შეტანით და ძალადობის, დაშინების კამპანიის თანამონაწილეობით.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის შენობაში შეკრებები ჩატარდა 2020-წლიდან 2021 წლამდე, როდესაც დიდი ბრიტანეთი მკაცრი ჩაკეტვის წესების ქვეშ იმყოფებოდა, რომელიც ბორის ჯონსონის მთავრობის მიერ დაწესდა. მას შემდეგ, რაც მედიაში პირველად გაჩნდა ინფორმაცია 2021 წლის დეკემბერში, ჯონსონმა არაერთხელ დაარწმუნა კანონმდებლები, რომ ის და მისი თანამშრომლები ყოველთვის იცავდნენ წესებს. ბორის ჯონსონმა მოხსენების გამოქვეყნებას წერილობითი განცხადებით უპასუხა, რომელშიც მან დასკვნებს „გაჭიანურებული პოლიტიკური მკვლელობა“ უწოდა.