ბრიტანეთის პარლამენტმა ბრექსიტთან დაკავშირებით რვა ალტერნატიული ვარიანტიდან მხარი არც ერთს არ დაუჭირა
ბრიტანეთის პარლამენტმა ბრექსიტთან დაკავშირებით წარდგენილი რვა ალტერნატიული ვარიანტიდან მხარი არც ერთს არ დაუჭირა.
ევროკავშირიდან გამოსვლის პროცესის ირგვლივ არსებული ჩიხის დასაძლევად, ბრიტანეთის საკანონმდებლო ორგანოში რამდენიმე იურიდიულად არასავალდებულო, საორიენტაციო კენჭისყრა ჩატარდა. ქვეყნის პარლამენტში წარდგენილი იყო შემდეგი ინიციატივები: დამადასტურებელი რეფერენდუმი, საბაჟო კავშირი, ლეიბორისტების ბრექსიტის გეგმა, საერთო ბაზრის გეგმა, შეთანხმების გარეშე გასვლის ასარიდებლად 50-ე მუხლის გაუქმება, შეთანხმების გარეშე გასვლა 12 აპრილს, მინისტრ მალტჰაუსის გეგმა ბ და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის და ევროპის ეკონომიკური ზონის წევრობა.
პარლამენტარების მხარდაჭერა ვერც ერთმა ინიციატივამ ვერ მოიპოვა.
ევროკავშირის გადავადებული თარიღის მიხედვით, ბრიტანეთმა ევროკავშირი 22 მაისამდე უნდა დატოვოს.