ბრიტანეთის კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ Russia Today-ის წინააღმდეგ სამი ახალი გამოძიება დაიწყო
ბრიტანეთის კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ OFCOM – მა კრემლის მიერ დაფინანსებული ტელეკომპანია Russia Today – ის წინააღმდეგ სამი ახალი გამოძიება დაიწყო.
„სოლსბერიში განვითარებული მოვლენების შემდეგ, შევამჩნიეთ, რომ Russia Today- ზე გაიზარდა ისეთი პროგრამების რაოდენობა, რომლებიც საჭიროებს შემოწმებას, ხომ არ ირღვევა კოდექსი”,- განაცხადეს კომუნიკაციების მარეგულირებელ ორგანოში.
შეგახსნებთ, ბრიტანეთის კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია OFCOM-ი, Russia Today-ის წინააღმდეგ უკვე აწარმოებს გამოძიებას 7 საქმეზე.