„რაშა თუდეის“ გერმანულენოვანი იუთუბარხების დაბლოკვის გამო, რუსეთის საგარეო უწყება საპასუხო ზომებით იმუქრება
„რაშა თუდეის“ გერმანულენოვანი იუთუბარხების დაბლოკვის გამო, რუსეთის საგარეო უწყება საპასუხო ზომებით იმუქრება

„რაშა თუდეის“ გერმანულენოვანი იუთუბარხების დაბლოკვის გამო, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საპასუხო ზომებით იმუქრება, – იუწყება „დოიჩე ველე“.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ „იუთუბის“ მიერ „რაშა თუდეის“ გერმანული არხების დაბლოკვა საინფორმაციო აგრესიის უპრეცედენტო აქტია და რუსეთის საპასუხო ზომები სიმეტრიული იქნება.

Youtube-მა Russia Today-ის ორი გერმანული არხი აღდგენის შესაძლებლობის გარეშე დაბლოკა. გავრცელებული ინფორმაციით, „რაშა თუდეის“ არხები „კოვიდ-19“-ის ირგვლივ დეზინფორმაციის გავრცელების გამო დაბლოკეს.

დატოვე კომენტარი