საფრანგეთის საგარეო დაზვერვის ყოფილი ხელმძღვანელი „რაშა თუდეიზე“ გადაცემას წაიყვანს
საფრანგეთის საგარეო დაზვერვის ყოფილი ხელმძღვანელი „რაშა თუდეიზე“ გადაცემას წაიყვანს

საფრანგეთის საგარეო დაზვერვის ყოფილი ხელმძღვანელი ალენ ჟუიე კრემლის მიერ დაფინანსებულ ტელეკომპანია „რაშა თუდეიზე“ (RT France) გადაცემას წაიყვანს. ამის შესახებ ტელეკომპანიის საფრანგეთის განყოფილების ხელმძღვანელის, ქსენია ფედოროვას განცხადებაშია ნათქვამი.

განცხადების თანახმად, 13-წუთიანი გადაცემის სახელწოდება იქნება „წყარო“ და ის ეთერში თვეში ორჯერ გავა. გადაცემა შეეხება დიპლომატიას, კონფლიქტებს, ტერორიზმს, უსაფრთხოებასა და კონკურენტუანარიან დაზვერვას. პირველი გადაცემის ეთერში გასვლა მარტში იგეგმება.

ქსენია ფედოროვას თქმით, ის ძალიან მოხარულია, რომ „ასეთი მასშტაბის“ ადამიანი რუსული არხის რედაქციაში იმუშავებს.

„დარწმუნებული ვარ, ის ჩვენს მაყურებლებს მისცემს საშუალებას, უფრო სიღრმისეულად შეხედონ მსოფლიოში მიმდინარე გეოპოლიტიკურ პროცესებს“, – აღნიშნა ფედოროვამ.

ალენ ჟუიე საფრანგეთის საგარეო დაზვერვას 2002 წელს ხელმძღვანელობდა. მანამდე ის მსხვილ ფრანგულ და საერთაშორისო კომპანიებში მუშაობდა.