ბოტსვანაში მსოფლიოში აქამდე ნაპოვნ ალმასთა შორის სიდიდით მეორე ძვირფასი ქვა იპოვეს
ბოტსვანაში მსოფლიოში აქამდე ნაპოვნ ალმასთა შორის სიდიდით მეორე ძვირფასი ქვა იპოვეს. მისი წონა 2 492 კარატია. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
ალმასი კანადური კომპანიიის, Lucara Diamond-ის კუთვნილ ერთ-ერთ მაღაროში იპოვეს. კომპანიას ქვის ხარისხისა და ან მისი ღირებულების შესახებ ინფორმაცია არ გაუსაჯაროებია.
ეს ბოტსვანაში ნაპოვნი ყველაზე დიდი ალმასია. მანამდე, ხუთი წლის წინ ამავე მაღაროში 1758-კარატიანი ქვაა აღმოჩენილი. ის ფრანგულმა ბრენდმა, Louis Vuitton-მა შეიძინა.
ბოტსვანა ბრილიანტების ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელია.
ეს ყველაზე გამორჩეული აღმოჩენაა მას შემდეგ, რაც სამხრეთ აფრიკაში 1905 წელს იპოვეს 3 106-კარატიანი ალმასი „კულინანი“. ძვირფასი ქვა ცხრა ნაწილად დაჭრეს, რომელთაგან რამდენიმე ბრიტანულ სამეფო სამკაულებს ამშვენებს.