ბოსნია და ჰერცეგოვინამ საქართველოსთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა.
ამის შესახებ ინფორმაცია პირველ არხს სტამბოლში ბოსნია და ჰერცეგოვინას საკონსულოში დაუდასტურეს.
საქართველოს მოქალაქეებს ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლა ნებისმიერ ექვსთვიან პერიოდში, 90 დღემდე ვადით შეეძლებათ.
აქამდე ვიზის აღება საქართველოს მოქალაქეებს თურქეთში, ბოსნია და ჰერცეგოვინას საკონსულოში უწევდათ. ქვეყანაში შესვლა ასევე შესაძლებელი იყო შენგენის მრავალჯერადი ვიზით.
ავტორი -
სანდრო ჯუფალაკიანი