ირაკლი კობახიძე - მე არც ის ვიცი, რატომ გადაწყვიტა რუსეთმა ფრენების აღდგენა და არც ის, რატომ არ იღებს ფრენებისა და სავიზო რეჟიმის გამარტივების გადაწყვეტილებას აშშ
ირაკლი კობახიძე - მე არც ის ვიცი, რატომ გადაწყვიტა რუსეთმა ფრენების აღდგენა და არც ის, რატომ არ იღებს ფრენებისა და სავიზო რეჟიმის გამარტივების გადაწყვეტილებას აშშ

მე არც ის ვიცი, რატომ გადაწყვიტა რუსეთის ფედერაციამ ფრენების აღდგენა და, სიმართლე რომ გითხრათ, არც ის ვიცი, რატომ არ იღებს ფრენების დაწესების გადაწყვეტილებას, მაგალითად, ამერიკის შეერთებული შტატები, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, კითხვები შეიძლება, არსებობდეს, მაგრამ პასუხების გაცემა საქართველოს მთავრობის პრეროგატივა არ არის.

„ასევე, კითხვა არსებობს საზოგადოებაში, რატომ არ ეწერება ხელი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას აშშ-ის მხრიდან საქართველოსთან, რატომ არ მარტივდება სავიზო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებისთვის, რატომ ტოვებენ 50 ბავშვს საქართველოში, როდესაც არავითარი საფუძველი არ არსებობს და ასე შემდეგ. ეს კითხვები შეიძლება, არსებობდეს, მაგრამ ჩვენ ვერც რუსეთის ხელისუფლების მხრიდან გავცემთ ამ კითხვებს პასუხს, რადგან არ ვართ რუსეთის ხელისუფლება, და ვერც რომელიმე სხვა ხელისუფლების მხრიდან გავცემთ ამ კითხვებს პასუხს. კითხვები შეიძლება, არსებობდეს, მაგრამ პასუხების გაცემა ჩვენი პრეროგატივა არ არის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.