მამუკა ხაზარაძე – გაიღვიძე, საქართველო, გამოფხიზლების დროა, სასწრაფოდ უნდა დაუწესდეთ რუსეთის მოქალაქეებს სავიზო რეჟიმი

16:12, 19.05.2023

გაიღვიძე, საქართველო, გამოფხიზლების დროა, – ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, სასწრაფოდ უნდა დაუწესდეთ რუსეთის მოქალაქეებს სავიზო რეჟიმი.

„გაიღვიძე, საქართველო, გამოფხიზლების დროა. მიმდინარეობს საქართველოს ჩუმი ანექსია – ანექსია მარტო ტანკი არ არის. სასწრაფოდ დაუწესდეთ რუსეთის მოქალაქეებს სავიზო რეჟიმი. ასე თუ გაგრძელდა, მივიღებთ საქართველოს ქართველების გარეშე“, – წერს მამუკა ხაზარაძე.

მსგავსი