ბოსნია-ჰერცეგოვინის ქალაქებში ფემიციდის წინააღმდეგ მასშტაბური საპროტესტო აქციები იმართება, აქციის მონაწილეები ხელისუფლებას ქალების დასაცავად მეტი ზომის მიღებისკენ მოუწოდებენ
ბოსნია-ჰერცეგოვინის ქალაქებში ფემიციდის წინააღმდეგ მასშტაბური საპროტესტო აქციები იმართება. აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც გასულ კვირას მამაკაცმა ყოფილი მეუღლე სოციალურ ქსელში პირდაპირი ტრანსლაციის დროს მოკლა.
აქციის მონაწილეები ხელისუფლებას ქალების დასაცავად მეტი ზომის მიღებისკენ მოუწოდებენ.
ადამიანის უფლებათა დაცვის მინისტრმა საკანონმდებლო ცვლილებების გატარების აუცილებლობის შესახებ ისაუბრა და ფემიციდში ბრალდებულთა მიმართ სასჯელის ზომების გამკაცრების ინიციატივით გამოვიდა.