საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ნაკრები ბოსნია და ჰერცოგოვინას დაუპირისპირდება - მზადება წლის ბოლო მატჩისთვის
საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ნაკრები ბოსნია და ჰერცოგოვინას დაუპირისპირდება - მზადება წლის ბოლო მატჩისთვის

დღეს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები ევრო 2022-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მეათე შეხვედრას გამართავს – 1 დეკემბერს, 15:00 საათზე ლევან ბაჯელიძის გუნდი ბოსნია და ჰერცეგოვინას დაუპირისპირდება.

წლის ბოლო შეხვედრისთვის საქართველოს ნაკრები 28 ფეხბურთელის შემადგენლობით ემზადება. გუნდმა მატჩამდე ბოლო ვარჯიში ტექნიკურ ცენტრ ბასაზე გამართა. დისკვალიფიკაციის შემდეგ ეროვნულ ნაკრებს გუნდის ერთ-ერთი გამოცდილი მოთამაშე ნინო პასიკაშვილი დაუბრუნდა. ბოსნია და ჰერცეგოვინას წინააღმდეგ გასამართ შეხვედრაში ასევე მიიღებენ მონაწილეობას ტატა მატვეევა და თამარ ტატუაშვილი, რომლებმაც მალტასთან შეხვედრა გამოტოვეს.

მეკარეები: თეონა სუხაშვილი (ფატიჰ ვატან სპორი, თურქეთი), თათია გაბუნია (ლანჩხუთი), სვეტლანა გაბელაია (გორი იუნაიტედი), თეკლე გულორდავა (კვარტალი, თბილისი)

მცველები: ნინო სუთიძე (კვარტალი, თბილისი), გვანცა ქადაგიშვილი (კვარტალი, თბილისი), ანა ჯოჯუა (კვარტალი, თბილისი), ნინო ჩხარტიშვილი (ლანჩხუთი), მეგი ეჯიბია (კვარტალი, თბილისი), ნათია სხირტლაძე (ნიკე, თბილისი), ანი ძაძუა (კვარტალი, თბილისი),თამარ ტატუაშვილი (ნიკე, თბილისი)

ნახევარმცველები: ნინო პასიკაშვილი, ნასტასია ბოლქვაძე, ნათია დანელია (კვარტალი, თბილისი), თეონა ბაქრაძე, ტატა მატვეევა (ორივე – ნიკე, თბილისი), თამთა შენგელია (მართვე, ქუთაისი), თეონა თოდაძე (ლანჩხუთი),ელენე კახნიაშვილი (ნორჩი დინამო, თბილისი), ანა კულდონაშვილი (დინამო, სოხუმი), თამარ ეპიტაშვილი (გორი იუნაიტედი), ანა ჩემინავა (ჟალგირისი, ლიეტუვა)

თავდამსხმელები: ნათელა წოწერია, ხატია ჭყონია (ორივე – ლანჩხუთი), ლიზი მწყერაშვილი, მაიკო ბებია (ორივე – ნიკე, თბილისი), ლელა ჭიჭინაძე (ნიკე, თბილისი)

ევრო 2022-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მეათე შეხვედრა საქართველოსა და ბოსნია და ჰერცეგოვინას შორის მაყურებლის გარეშე შედგება. შეხვედრის რეპორტაჟს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის YouTube არხზე იხილავთ.