ბორჯომში საარჩევნო საკითხებზე მოსამართლეთა სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს
საერთო სასამართლოების ადმინისტრაციული საქმეების განმხილველი მოსამართლეებისთვის საარჩევნო საკითხებზე სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს ბორჯომში. ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი ბორჯომიდან იუწყება.
ღონისძიება დღეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე ვასილ როინიშვილი, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა გიორგი მიქაუტაძემ და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) პროექტის ხელმძღვანელმა საქართველოში ქეთევან მაისურაძემ გახსნეს.
შეხვედრაზე იმსჯელებენ საარჩევნო კანონმდებლობის სიახლეებზე, წინასაარჩევნო კამპანიისთვის ადმინისტრაციული რესურსებისა და პირადი სოციალური საშუალებების გამოყენებაზე, სასამართლოში საარჩევნო დავების განხილვის პრაქტიკულ საკითხებსა და ამ კუთხით არსებულ საერთაშორისო გამოცდილებაზე.
სამუშაო შეხვედრას ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) უზენაეს სასამართლოსთან ერთად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ჩართულობითა და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) თანადაფინანსებითა და მხარდაჭერით მართავს.
შეხვედრა ორდღიანია და ბორჯომში 22-23 სექტემბერს გაიმართება.