კრისტიან ურსე - საარჩევნო საკითხებზე დღეს პირველი შეხვედრა იყო, ბევრი რამ არის გასაკეთებელი და მრავალი საკითხი დასაზუსტებელი
კრისტიან ურსე - საარჩევნო საკითხებზე დღეს პირველი შეხვედრა იყო, ბევრი რამ არის გასაკეთებელი და მრავალი საკითხი დასაზუსტებელი

საარჩევნო საკითხებზე დღეს პირველი შეხვედრა იყო, ბევრი რამ არის გასაკეთებელი და მრავალი საკითხი დასაზუსტებელი, – ამის შესახებ საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა, კრისტიან ურსემ პარლამენტში საარჩევნო საკითხებზე გამართული პირველი შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„ეს სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა იყო, რომელსაც ესწრებოდნენ პარლამენტარები როგორც უმრავლესობიდან, ასევე ოპოზიციიდან, არასამთავრობო ორგანიზაციების, მთავრობის წარმომადგენლები და დამოუკიდებელი სააგენტოები, ასევე საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენლები. ამ შეხვედრის მთავარი მიზეზი ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის ანგარიშია ბოლო არჩევნების შესახებ, ასევე წინა არჩევნების ანგარიშები. ეს პირველი შეხვედრაა, ბევრი რამ არის გასაკეთებელი და მრავალი საკითხი დასაზუსტებელი. ამიტომ ამ ეტაპზე დეტალებში შესვლისგან თავს შევიკავებ. 27 რეკომენდაცია ანგარიშიდან და შესაძლოა, სხვა რელევანტური საკითხებიც წინა ანგარიშებიდან, ეს ყველაფერი განიხილება“, – აღნიშნა კრისტიან ურსემ.