იგეგმება ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის გაფართოება. ამის შესახებ აღნიშნულია მთავრობის მიერ მომზადებულ კანონშემოქმედებით გეგმაში, რომელიც პარლამენტს ბიუროს დღევანდელ სხდომაზე წარედგინება.
მთავრობა განმარტავს, რომ ცვლილების მიზანია, დიდი ზომის ძუძუმწოვრებისა და საქართველოს წითელი ნუსხის ორი სახეობის – კავკასიური კეთილშობილი ირმისა და კავკასიური არჩვისთვის ეკოლოგიური დერეფნების შექმნა დასავლეთ მცირე კავკასიონზე.
რაც შეეხება ხარჯვით ნაწილს, მთავრობის განმარტებით, 2020 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი უნდა იყოს 151 000 ლარი, რომელიც საჭირო იქნება ხარაგაულის ეროვნულ ადმინისტრაციაში დამატებით ექვსი თანამშრომლის ასაყვანად და მათი აღჭურვისათვის.