პარლამენტის საგაზაფხულო სესია დაიხურა

17:43, 28.06.2024

პარლამენტის საგაზაფხულო სესია დაიხურა. კონსტიტუციის მიხედვით, საგაზაფხულო სესია ივნისის ბოლო პარასკევს იხურება.

„კოლეგებო, დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები დასრულებული და ამოწურულია. დღეს ივნისის ბოლო პარასკევია, აქედან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუციის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის საგაზაფხულო სესიას დახურულად ვაცხადებ“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.

მას შემდეგ, რაც პაპუაშვილმა საგაზაფხულო სესია დახურულად გამოაცხადა, შესრულდა საქართველოს ჰიმნი.

მსგავსი