პარლამენტის საგაზაფხულო სესია დაიხურა
პარლამენტის საგაზაფხულო სესია დაიხურა

პარლამენტის საგაზაფხულო სესია დღევანდელი ბიუროს სხდომით დაიხურა. კონსტიტუციის მიხედვით, საგაზაფხულო სესია ივნისის ბოლო პარასკევს იხურება.

მას შემდეგ, რაც პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საგაზაფხულო სესია დახურულად გამოაცხადა, შესრულდა საქართველოს ჰიმნი.

„დღეს გახლავთ ივნისის ბოლო პარასკევი. როგორც იცით, საქართველოს კონსტიტუციით ივნისის ბოლო პარასკევს იხურება საგაზაფხულო სესია, პარლამენტიც. საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის საგაზაფხულო სესიას დახურულად ვაცხადებთ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ამასთან, საგაზაფხულო სესიის დახურვის მიუხედავად, პარლამენტში შესაძლოა, რამდენიმე რიგგარეშე სხდომა გაიმართოს.

დატოვე კომენტარი