დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში ფოცხვერი გამოჩნდა.
ამის შესახებ ინფორმაციას თავად სააგენტო სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ავრცელებს.
„ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში კავკასიის ფაუნის მშვენება – ფოცხვერი გამოჩნდა. ფოცხვერი საქართველოს „წითელ ნუსხაში“ „გადაშენების უკიდურესი საფრთხის წინაშე მყოფის“ სტატუსით არის შესული“, – აცხადებენ დაცული ტერიტორიების სააგენტოში.
🐆 ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში კავკასიის ფაუნის მშვენება – ფოცხვერი გამოჩნდა 🌲
⚠ ფოცხვერი საქართველოს “წითელ ნუსხაში” “გადაშენების უკიდურესი საფრთხის წინაშე მყოფის” სტატუსითაა შესული
Posted by დაცული ტერიტორიების სააგენტო / Agency of Protected Areas (Georgia) on Friday, March 26, 2021