ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში ფოცხვერი გამოჩნდა 
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში ფოცხვერი გამოჩნდა 

დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში ფოცხვერი გამოჩნდა.

ამის შესახებ ინფორმაციას თავად სააგენტო სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ავრცელებს.

„ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში კავკასიის ფაუნის მშვენება – ფოცხვერი გამოჩნდა. ფოცხვერი საქართველოს „წითელ ნუსხაში“ „გადაშენების უკიდურესი საფრთხის წინაშე მყოფის“ სტატუსით არის შესული“, – აცხადებენ დაცული ტერიტორიების სააგენტოში.

🐆 ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში კავკასიის ფაუნის მშვენება – ფოცხვერი გამოჩნდა 🌲

⚠ ფოცხვერი საქართველოს “წითელ ნუსხაში” “გადაშენების უკიდურესი საფრთხის წინაშე მყოფის” სტატუსითაა შესული

Posted by დაცული ტერიტორიების სააგენტო / Agency of Protected Areas (Georgia) on Friday, March 26, 2021