საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე მოგზაურთათვის მობილური აპლიკაცია იქმნება
საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე მოგზაურთათვის მობილური აპლიკაცია იქმნება

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტო მოგზაურთათვის დაცული ტერიტორიების აპლიკაციას ქმნის, რომელშიც შეტანილი იქნება საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე არსებული ბილიკები, შესაბამისი ინფორმაციით.

სააგენტოს ინფორმაციით, აპლიკაციის საშუალებით, ვიზიტორები შეძლებენ, წინასწარ განსაზღვრონ მარშრუტი, რაც მოგზაურობას გახდის მაქსიმალურად მარტივს, მოქნილსა და უსაფრთხოს.

როგორც დაცული ტერიტორიების სააგენტოში აცხადებენ, პროექტი ხელს შეუწყობს სოფლად ეკოტურისტული სერვისების განვითარებას, რაც შესაბამისად აისახება მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე.

აპლიკაციის მომზადების პირველადი შედეგები, მათ შორის, კვლევის შედეგები, შინაარსობრივი, ტექნიკური და ვიზუალური საკითხები, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებმა კომპანიის „Noxtton” წარმომადგენლებთან ერთად განიხილეს.

აპლიკაციაზე მუშაობა მიმდინარეობს ინიციატივის „დაცულ ტერიტორიებზე ბუნებრივი რესურსების მართვის გაუმჯობესება და სერვისების ზრდა სოფლის მდგრადი განვითარების ხელშეწყობის მიზნით“ ფარგლებში.

აღნიშნული ინიციატივა წარმოადგენს ევროკავშირის (EU) მიერ დაფინანსებული „სოფლის განვითარების გაუმჯობესება საქართველოში“ (IRDG) პროექტის ნაწილს და ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ.

დატოვე კომენტარი