პრომეთესა და სათაფლიას მღვიმეები დროებით დაიკეტა
პრომეთესა და სათაფლიას მღვიმეები დროებით დაიკეტა

დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, პრომეთესა და სათაფლიას მღვიმეები ვიზიტორებს დროებით ვერ მიიღებს.

როგორც სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ამის მიზეზი უხვი ნალექია.

„პრომეთესა და სათაფლიას მღვიმეები, უსაფრთხოებიდან გამომდინარე, დროებით დაკეტილია. თოვლის დნობის პერიოდში მღვიმეებში წყლის დონის მატება ბუნებრივი მოვლენაა და მას სეზონურად, პერიოდულად აქვს ადგილი. წყლის დონის დარეგულირების შესახებ ინფორმაციას მოგაწვდით დაცული ტერიტორიების სააგენტოს ვებგვერდის: www.apa.gov.ge და სააგენტოს ოფიციალური ფეისბუქგვერდის საშუალებით“, – ნათქვამია დაცული ტერიტორიების სააგენტოს განცხადებაში.

დატოვე კომენტარი